03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
მაიდნის წლისთავი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე ჩაივლის

კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია 2 ათასზე მეტი პოლიციელი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს, პოროშენკო მანათობელ ინსტალაციას გახსნის სახელწოდებით - „ღირსების სხივები,” რომელიც 1 წლის წინ დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

22 თებერვალს კი კიევში ღირსების მარში მოეწყობა, რომელზეც ხელისუფლება სახელმწიფოს მეთაურებს ათი ქვეყნიდან ელოდება. ამ დრომდე კი მხოლოდ 7 საერთაშორისო დელეგაციას აქვს ვიზიტი ოფიციალურად დადასტურებული. ცნობილია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

ამავე თემაზე
დღის ამბები