საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტში ALDE-ს პრეზიდენტს ჰანს ვან ბაალენთანს შეხვდა.
ევროდეპუტატმა შეხვედრის შემდეგ „კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის საკითხს. კონკრეტულად კი რუსეთიდან მისი მეზობელი ქვეყნებისთვის მომდინარე საფრთხეებსა და ზოგადად რუსულ აგრესიულ პოლიტიკაზე.
ჰან ვან ბაალენის თქმით, საქართველოსთვის აუცილებელია დემოკრატიული განვითარება, რადგან სწორედ დემოკრატიაა სტაბილურობის გარანტია.
ევროპელმა დეპუტატმა ივანიშვილზე და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ALDE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ივანიშვილის პოლიტიკა ჩრდილოვანი მართველობის ნიშნებს ატარებს, ამიტომ ბაალენის თქმით, ის აპირებს ესაუბროს იმ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ამის შეცვლა სურთ.
„ჩვენი დისკუსიის თემებია უკრაინა, საქართველო, რუსეთი და ჩვენ როგორც ევროპარლამენტმა როგორ უნდა მოვახდინოთ დემოკრატიის ხელშეწყობა. დემოკრატია ნიშნავს ნამდვილ სტაბილურობას. პუტინის სტაბილურობა დემოკრატიის გარეშეა და ის მდგრადი ვერასდროს იქნება. საინტერესოა ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. ის გამოცდილი პოლიტიკოსია. ჩვენ ვიცით, როგორი სიტუაციაა საქართველოში. ვიცით ისიც, რომ ივანიშვილი დიდი კაცია, რომელიც კულისებიდან მოქმედებს. ჩემი აზრით, როდესაც ასეთი გავლენა გაქვს, სჯობს პარლამენტში იყო, ან პრემიერის პოსტი გეკავოს, რადგან ასე უფრო სანდო ხარ. როდესაც კულისებიდან მოქმედებ ეს არადემოკრატიულის გარდა ჩრდილოვანი მმართველობაცაა და ეს საქართველოსთვის კარგი არ არის. ჩვენ ვაპირებთ დაველაპარაკოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ ეს შეცვალონ“ - განაცხადა ბაალენიმ.