16 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობა, რუსული აგრესია, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" - ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე საპარლამენტო ოპოზიცია სიტყვით გამოვა

ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა გაიხსნა. ასამბლეაზე ყველა ის აქტუალური საკითხი იქნება განხილული, რომელიც დღეს ევროპის წინაშე დგას, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე აგრესია და გამოწვევები. ასამბლეას ესწრებიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრები სხვადსხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

ბრიუსელში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ისაუბრებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

„რუსეთი აგრძელებს ძალიან უხეშ დარღვევას ჩვენი მოქალაქეების უფლებების. ჩვენი ტერიტორიების ანექსია ფაქტიურად არის გაღრმავებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტიდან გაიგზავნოს შესაბამისი, ძალიან მკვეთრი გზავნილები რაც შეეხება რუსეთისათვის სანქციების დაკისრების საკითხს. ასევე ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს დგას საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანა ფაქტიურად პოლიტიკურ ოლიგარქიად ჩამოყალიბდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა  გააცნობიერონ თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს მომავალი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

რუსულ ოკუპაციაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“ აპირებს საუბარს „ევროპული საქართველო.“ დავით ბაქრაძის თქმით, მთავარი საკითხი ტატუნაშვილი მკვლელობის საქმე იქნება.

„მთავარი საკითხი, რომელიც დავაყენეთ უკავშირდება რუსეთის მოქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტატუნაშვილის მკვლელობას და იმ რეზოლუციას, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ჩვენი მთავარი თხოვნა იქნება, ევროპარლამენტმა და ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ სანქციებს, მხარი დაუჭირონ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და ეს გახდეს ის ინსტრუმენტი, რომლითაც დავსჯით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც მონაწილეობს ქართველების, გატაცებასა და მკვლელობაში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები