21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში საკანონმდებლო ორგანოში პირველად მივიდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მინისტრის რანგში საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველად მივიდა.

მაია ცქიტიშვილი რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, მინისტრმა პარლამენტარებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სწორი ხედვები შესთავაზა.

მაია ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე დეტალურად გაიარეს სამინისტროს დასახული გეგმები და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები