20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
„არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს," - დავით მათიკაშვილი მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე 

„არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება არ არის მიჩვეული საპარლამენტო დემოკრატიის ამხელა დონეს,“ - ეს განცხადება, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, უმრავლესობის ფორმატში მოხდება შეხვედრა და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი.

„ზედმეტი ალიაქოთი არ არის საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით. იქ იყო ნათქვამი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მოხდება შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში და ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გაეცემა. არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება არ არის მიჩვეული საპარლამენტო დემოკრატიის ამხელა დონეს. ყოველთვის იმართებოდა საქართველოში ერთი პირის მიერ ვერტიკალში პარლამენტიც და ვერავინ ვერ ბედავდა იმას, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა და პროტესტი ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე საკითხის მიმართ გამოეხატა. დღეს, 116 კაციან უმრავლესობაში ძალიან მაღალი ხარისხის დემოკრატიაა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც. მისი თქმით, ე.წ. დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საჯარო კომენტარები და განცხადებების გაკეთება უნდა შეწყდეს.

„მე მაქვს სურვილი, რომ ამ თემებზე შეწყდეს საჯარო კომენტარები და არ მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი  და ჯერერთი, საერთოდ არ მგონია, რომ იყოს კარგი სტანდარტი პირადი მიმოწერების და პირადი საუბრების, კერძო სივრცის საჯარო სივრცეში გადმოტანა და ეს არ მგონია, იყოს კარგი სდანდარტი, ამის აკრძალვებიც გვაქვს ჩვენ კანონმდებლობაში და მე მგონია, რომ აუცილებელია ყველამ დაიცვას ეს სტანდარტი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები