22 იანვარი 2025,   15:45
ვრცლად
"ენმ" ბათუმის წყალმომარაგების კომპანიაში ნეპოტიზმსა და სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფცია ბათუმის წყალმომარაგების კომპანიაში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, უკვე თვეებია ბათუმის საკრებულოს დეპუტატებსაც კი მუნიციპალური კომპანიის მენეჯმენტი არ აძლევს საწარმოს დეტალურ ხართჯაღიცხვას და სახელფასო ნუსხას.

      ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საწარმოში სავარაუდო კორუფციის არაერთი ნიშანია და ფინანსურ ინფორმაციას კომპანია განგებ მალავს.

      „კომპანიაში გამეფებულია ნეპოტიზმი. კერძოდ, კომპანიის დირექტორს, თამაზ ქოქოლაძეს ფინანსურ მენეჯერად დანიშნული ყავს საკუთარი დისშვილი ზაზა გოგიტიძე, ხოლო ტექნიკურად დირექტორად დანიშნული ყავს საკუთარი ძმისშვილი მამუკა ქოქოლაძე. გაბერილი აქვს საშტატო ნუსხა და სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნული ყავ ს საკუთარი ნათესავები და ახლობლები,“ - განაცხადა ქამადაძემ.

      დღის ამბები