"რუსთავი 2"-ის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მორიგი ეპიზოდი ელოდება. შესარჩევი ეტაპის მესამე ტური თბილისელ კონკურსანტებს დაეთმობა. ახალბედა მუსიკოსების აღმოჩენასთან ერთად მაყურებელი იმ 10 ფინალისტსაც გაიცნობს, რომლებიც მომავალი ორშაბათიდან უკვე ლაივ კონცერტებით წარსდგებიან ჩვენს წინაშე.
"მხოლოდ ქართული" ტრადიციულად 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.