ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის შემდეგ, მმართველი გუნდი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ამჯერად პირდაპირ მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილს დატოვოს თანამდებობა.
როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ვეფხია ბაქრაძის საქმე არის კიდევ ერთი სამარცხვინო შემთხვევა და თავმოყვარე პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
„ნებისმიერ თავმოყვარე, დემოკრატიულ ქვეყანაში, მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. როდესაც მისი შეწყალებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული იზრდება და იზრდება.
"გიორგი მარგველაშვილი უკვე ვიხილეთ მეორეჯერ თავის ქმედებაზე როგორ იშვერს სხვისკენ ხელებს. ერთხელ ეკა ბესელიასკენ გაიშვირა ხელი, ახლა იშვერს ოჯახისკენ, ოღონდ პასუხისმგებლობა არ აიღოს თავის თავზე და რა ვიცი შეიძლება კენედის მკვლელობაც სხვას დააბრალოს.
"ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ქორიძე გარეთ, ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ვიხილეთ ბაქრაძე შეწყალებული და ამორალურია როდესაც სასჯელაღსრულების სტატისტიკას გაეცნობით, რამდენმა მისმა შეწყალებულმა ჩაიდინა ისევ დანაშაული,“ - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით კი, ბალტიის ქვეყნები ერთად რომ შეკრიბო 27 წლის მანძილზე უფრო ნაკლები შეწყალებები აქვს, ვიდრე პრეზიდენტს ერთ წელში.
თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი თუ ახლა შეწყვეტს შეწყალებას ეს არაფერს შეცვლის, რადგან კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს.