ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა 7 საათზე მეტია მცხეთის პროკურატურაში იმყოფება, მას გამომძიებლები საქმის მასალებს აცნობენ.
"კურიერის" ინფორმაციით, გადმოსვენებისას ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა, რაც ქართულ მხარეს სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენას მნიშვნელოვნად ურთულებს.
"კურიერის" ინფორმაციით, დღეს ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს გამომძიებლები ამ გარემოებების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.