26 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
გორში "მაგთის" ოფისი გაქურდეს

გორში "მაგთის" ოფისი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანია.

მან მაღაზიიდან ორი მობილურის წაღება მოახერხა, რის შემდეგაც ოფისში სიგნალიზაცია ჩაირთო და ქურდმა შენობა დატოვა. მომხდარი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი გამთენიის მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები