21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
“SOS იპოდრომი!” - მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობას გააპროტესტებენ

“SOS იპოდრომი!” - კამპანიის წევრი სამოქალაქო აქტივისტები დღეს მერიასთან საპორტესტო აქციას გამართავენ.  

მათი მოთხოვნაა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე მერიას არ ექნება კვალიფიციური ექსპერტების დასკვნა-რამდენად შეუწყობს ხელს ახალი გზის მშენებლობა თბილისში არსებული საცობების განტვირთვას.

„ეს პროექტი არიას სრულად გაუაზრებელი სრულად დაუსაბუთებელი, საპროექტო დოკუმენტაციას თანა რ ახლავს არანაირი კვლევა თუ რატომ არის საჭირო აღნიშნულ ადგილას ესტაკადის მშენებლობა გვინდა, რომ მერმა შეაჩეროს მშენებლობა,“-ამბობს აქციის ორგანიზატორი, ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

აქციას უერთდება „პარტიზანული მოძრაობაც.“ ნატა ფერაძის თქმით, ამ ესტაკადის მშენებლობა კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

დღის ამბები