ერევანში პოლიცია ოპოზიციის დემონსტრანტების მიერ ბლოკირებული ქუჩების გახსნას ცდილობს. სამართალდამცველები სამთავრობო შენობების შესასვლელების გათავისუფლებასაც შეუდგნენ.
დაკავებულია 120-ზე მეტი მომიტინგე. ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე საღამოს მორიგი მიტინგი გაიმართება.
დილიდან ერევნის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. მონაწილეები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლებაში დარჩენას აპროტესტებენ. სერჟ სარქისიანი პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ორი დღის წინ დაამტკიცა.