21 დეკემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ბათუმში სოფელ წყავროკას მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა

აჭარის მთავრობის სახლის წინ სოფელ წყავროკას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროცესში კომპენსაციების დარიგებას აპროტესტებენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიამ რომელსაც ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი მოსახლეობას კომპენსაციის მცირედი ნაწილი გადაუხადა და სამომავლოდ თანხის გაზრდას დაპირდა.

ადგილობრივები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუკი მათი პრობლემები არ მოგვარდება ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ხელისშეშლით იმუქრებიან.

დღის ამბები