26 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
"ამ ადამიანების ხელფასები არის გასაზრდელი," - გიორგი გაბაშვილი თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო" თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება. გიორგი გაბაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და თბილისის მერიას მიმართავს, სერიოზულად მოეკიდოს მემანქანეთა მოთხოვნას და მინიმუმ 20 პროცენტით გაზარდოს ხელფასი.

პარტია დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა "ქართულ ოცნებას" გაეთვალისწინებინა მეტროპოლიტენის თანამშრომლების პრობლემები.

„მივმართოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თბილისის მერიას, სერიოზულად მოეკიდოს ამ პრობლემას და არ ზერელედ. იმიტომ, რომ ეს იქნება დიდი პრობლემა თბილისისთვის. ამ ადამიანების ხელფასები არის გასაზრდელი, წლების განმავლობაში ზრდა იყო უმნიშვნელო და იყო წლები, როდესაც ზრდა არ იყო საერთოდ. შესაბამისად, ჩვენ ვიზიარებთ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას და მოვუწოდებთ მერიას გაზარდოს ხელფასები მინიმუმ 20%-ით,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღის ამბები