"საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა", - ამის შესახებ განცხადებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერის მოადგილე ავრცელებენ.
"შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება და ამ პრინციპების მხარდაჭერას განვაგრძობთ . საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ”, - ნათქვამია განცხადებაში.
"გამჭვირვალობის კანონის" ინიციირების გამო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.
"საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის გზა განზრახ არ შეაფერხოს", - აღნიშნულია განცხადებაში.