20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - "ენმ" ითხოვს, რომ გელა ჩივიაშვილმა თანამდებობა დატოვოს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომაზე მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. სხდომა ხმაურიანი დებატების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა თანამდებობა დატოვოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციამ არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

მან ასევე ისაუბრა მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ რთულ ვითარებაზე და ბაგებში, ე.წ. კაკლების უბანში მძიმე ეკოლოგიურ ფონზე.

„გელა ჩივიაშვილთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას პერიოდშიც და შემდეგ უკვე კალაძემ როცა წარადგინა საქალაქო სამსახურის უფროსად, ვთქვით, რომ ეს კაცი არის ნასამართლევი თაღლითობის მუხლით 2011 წელს. აღიარებული აქვს ამ კაცს მისი დანაშაული, რომ საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა, საშიშია ეს ადამიანი თანამდებობაზე. რამდენიმე თვეში ვხედავთ, რომ ამ სამსახურიდან გამოყოფილი თანხები გაიფლანგა. ყველაფერს გაცდა, კორუფციაც არის და კორუფციაც. შშმ პირებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისეს და დღეს მისი საქალაქო სამსახურის სამ თანამშრომელზე, ორ მოქმედსა და ერთ ყოფილზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. არის თუ არა ეს ყველაფერი საფუძველი, რომ ამ კაცმა, მინიმუმ, თანამდებობა დატოვოს?“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები