20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ყრილობა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა ხვალ ოფიციალურად გაფორმდება

„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობა ხვალ გაიმართება. ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევენ. მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“„ქართული ოცნების“ ყრილობისთვის ბოლო სამზადისია.

რიგით მეხუთე ყრილობის პირველი ნაწილი სრულად დახურული იქნება, შესაბამისად, უცნობი დარჩება, რას ეტყვის ყოფილი პრემიერი რეგიონებიდან ჩამოსულ დელეგატებს და პარტიულ აქტივს, ვინც თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ ივანიშვილს პირველად შეხვდება.

მედიისთვის ღია მხოლოდ მმართველი პარტიის ყრილობის მეორე ნაწილი იქნება, როდესაც ექსპრემიერს თავმჯდომარედ აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს ახალ 15 კაციან შემადგენლობაში ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია არ შეიყვანა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყრილობის შემდეგ მმართველი უმრავლესობა ახალ ეტაპზე გადავა. საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილების დასრულების იმედი აქვს დეპუტატ შოთა შალელაშვილსაც, რომელმაც ირაკლი კობახიძე და მის გუნდი ღიად ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა. მედიაში დღეს კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის გვარი გაჟღერდა, არ არის გამორიცხული, მმართველმა პარტიამ საარჩევნო მარათონში მონაწილეობა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შესთავაზოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები