03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
პურის ფასის ზრდა უახლოეს დღეებში 15%-ით არის მოსალოდნელი

ფასებზე ლარის ვარდნა ნაწილობრივ უკვე აისახა და ეს პროცესი გაგრძელდება. მსხვილი იმპორტიორები, დღევანდელი მონაცემებით, საშუალოდ 15-პროცენტიან მატებას ვარაუდობენ, რაც მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტს.

ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული მოთხოვნაა დოლარზე. თუმცა გადამცვლელ პუნქტებში ამერიკული ვალუტის საკმარისი მარაგი არ აქვთ.

დოლარის გაძვირების გამო შესაძლოა პურის ფასმა მოიმატოს. უკვე 4 ლარით გაიზარდა ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება. მწარმოებლები პურის ფქვილს ხვალიდან 40 ლარად გაყიდიან.

ხორბალი წისქვილკომბინატებს რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოაქვთ. ნედლეულს კი დოლარით იძენენ. ახალი კურსის დადგენის შემდეგ კი ამბობენ, რომ ფასი ისევ მოიმატებს.

თონეებისა და პურის ქარხნების მეპატრონეების ინფორმაციით, მათ მცირეოდენი მარაგი აქვთ, ნაგრამ, მათი განმარტებით, ფქვილის გაძვირების შემთხვევაში, პურზე ფასის მატებაც 10-15 პროცენტით გარდაუვალი იქნება.

ლარის გაუფასურების გამო 100 დასახელების მედიკამენტზე ფასებმა უკვე მოიმატა. ფარმაცევტულ კომპანია ”პსპ-ში” ამბობენ, რომ, მედიკამენტებზე ფასების რეგულირების მიზნით, კომპანიებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა მოგების გარეშე მოუწევთ.

ფასების ზრდას ელოდებიან სურსათზეც. მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შემოტანილ პროდუქტზე ფასები 15 პროცენტით გაძვირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები