„ნებისმიერი ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ“- ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილს სტუდენტებმა ჰკითხეს, რამდენად წარმოადგენენ საფრთხეს ნეოფაშისტური ჯგუფები და იმართებიან თუ არა ისინი ზემდგომი ძალებისგან.
ქვეყნის პირველი პირის თქმით მაშინ როდესაც სახელმწიფო ასეთ თემებს რეაგირების გარეშე ტოვებს, იმავე წუთში იწყება ადამიანების უფლებების დარღვევა.
„თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა ეს აზრი პროგრესულია, რეგრესულია. ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მეორე, ნებისმიერი ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ. იმ მომენტში როდესაც სახელმწიფო ამ თემებს მიუხედავად ტოვებს, იმ მომენტში კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ადამიანის უფლებები ზარალდება, არამედ იწყება დასასრული სახელმწიფოსი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.