მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი გზავნილები საქართველოს - აშშ ში ვიზიტით მყოფ გიორგი კვირიკაშვილს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ პარტნიორობა უფრო მტკიცე გახდეს. ვაშინგტონის მთავარ მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა. მაიკ პომპეო პირდაპირ ამბობს, რომ თბილისმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ხმა ისმოდეს პოლიტიკაში და მედიაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილების მთავარი ადრესატი დღეს მოსკოვი იყო. მაიკ პომპეომ რუსეთს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, 2008 წელს აღებული ვალდებულების შესრულება და საქართველოდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს მოუწოდეს შეირაღებული ძალები აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს.
საქართველოს და რეგიონის სტაბილურობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი მაიკ პომპეოსთან ერთობლივი განცხადებების გაკეთების დროს გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება შესაძლებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ნატოს სამიტის წინ შეხვდა. 10 ივლისს ბრიუსელში ალიანსის ლიდერები იკრიებიან. მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ალიანსისაკენ მიმავალ გზაზე მიაღწია.
თავის მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.