მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სახელმწიფო უწყება მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც საქსტატმა მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ ძველი მონაცემები გადაასწორა და რადიკალურად შეცვლა. ძველი მონაცემებიდან ირკვევა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის 9 წლიდან, ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა, ვიდრე ქვეყნიდან გადიოდა, მაგრამ საქსტატმა გადაანგარიშების შემდეგ დაადგინა, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე ქვეყნაში მოსახლეობის რიცხვი ყოველ წელს მცირდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ქვეყანას ტოვებს. ამ მძიმე მონაცემების გადასაფარად კი საქსტატმა ძველი რიცხვით მონაცემები ჩაასწორა. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის ივანიშვილის ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით.
საქსტატში კი მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უარყოფენ. ამბობენ, რომ ცდომილება ჯერ კიდევ 2002 წლის აღწერის დროს გაეპარათ, რამაც გავლენა შემდეგ წლებზეც მოახდინა. ამიტომ სამსახურმა შეცდომა 16 წლის შემდეგ ჩაასწორა.