26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში - ტარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტიობები

დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს ზუგდიდი. ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე დილიდან დაიწყო.

მოწყობილია მუზეუმი, სადაც განთავსებულია ისტორიული ექსპონატები. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენა არის წარმოდგენილი.

ასევე, ტარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტიობები და დაჯილდოებები.

დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები.

დღის ამბები