უკრაინაში ვითარება უცვლელია. ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე. შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
რუსები თავს დაესხნენ ხერსონის ოლქსაც, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
ოკუპანტებმა, დრონით, იერიში ზაპორიჟიას ოლქზეც მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ახალი ელჩების სიის ფორმირება დასრულდა.
"დღეს ჩვენ, დიპლომატიურ გუნდთან ერთად, დავასრულეთ უკრაინის ახალი ელჩების სიის ფორმირება. მე მივიღე 30-ზე მეტი გადაწყვეტილება. განკარგულებები მალე ოფიციალური გახდება დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს,"- განაცხადა ზელენსკიმ.