21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს სამხედროები ტოვებენ - როგორც ჩანს, ჯარისკაცები და რეზერვისტები შიშობენ, ომში არ გაიწვიონ" - Bild

"პისტორიუსი [ბორის პისტორიუსი - გერმანიის თავდაცვის მინისტრი] ჯარისკაცებს კარგავს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული Bild-ი.

როგორც გამოცემა წერს, გერმანელები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ჯარში სამსახურზე - როგორც მოქმედი სამხედრო პირები, ასევე რეზერვისტები და სამოქალაქო პირები.

Bild-ი ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცებსა და რეზერვისტებს რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნის ეშინიათ და სიფრთხილეს იჩენენ.

"დამახასიათებელია, რომ უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთა რაოდენობა თერთმეტჯერ გაიზარდა", - წერს გამოცემა.

დღის ამბები