ტელეკომპანია "რუსთავი 2-ისთვის" ახალი ეტაპი დაიწყო. არხის ისტორიაში პირველად, თქვენ უყურებთ "კურიერს" HD გამოსახულებით! - ანუ უმაღლესი ხარისხით. ტელეკომპანია სრულად იმაუწყებლებს ზურაბ ანჯაფარიძის 5 ნომრიდან.
"რუსთავი 2" ემშვიდობება ისტორიულ სივრცეს - დელისის შენობას, სადაც, წლების განმავლობაში, ტელეკომპანიის საეთერო ფუნქციონირებდა.
არხის დირექტორის, ვაკო ავალიანის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" ახალ ეტაპს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სრულად განახლებული ტექნიკით იწყებს.