21 დეკემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება ეს უფრო მეტია ჩემთვის ვიდრე მისი სიკვდილი - მაჩალიკაშვილი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ამ დრომდე იკრიბებიან მოქალაქეები, შეკრებილებს სიტყვით მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმ დრომდე იდგება მოკლული მოზარდის, ზაზა სარალიძის გვერდით, ვიდრე სისტემა არ დაინგრევა.

„მე ჩემი და ჩემი შვილის სიკვდილის კი არ მეშინოდა არასდროს, არ მეშინია იმიტომ, რომ ხალხი იხოცება მუდმივი არავინაა. ჩემი შვილის ასეთი სისასტიკით მოკვლა, მძინარე ბავშვის დახვრეტა არ იკმარეს ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია ჩემთვის ვიდრე მისი სიკვდილი, მისი ტერორიზმში დადანაშაულება.

მე გარწმუნებთ, რომ ის არც ტერორიზმში იყო დამნაშავე და არც ეჭვმიტანილი. ეს სუს-ის ორმაგი თამაში იყო, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლეს, მაგრამ ძალიან ცუდად გაატყავეს.  უნდა დაინგრეს ეს სისტემა . ყველა უნდა დაისაჯოს სასტიკი სასჯელით. ჩვენ უნდა ვიდგეთ სანამ ზაზა, მის გვერდით  მდგომი მე , სიმართლეს არ ვათქმევინებთ ამ სისტემას“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები და ასევე, შვილმკვდარი მშობლები მიმართავენ.

დღის ამბები