პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირის გზის ორივე სავალი ნაწილი გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის საშუალება მცირე ხმაურის შემდეგ მისცეს. აქტივისტების რაოდენობის მატების გამო აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოითხოვეს, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად ამის საშუალება არ მისცეს.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.