21 დეკემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ქისტმა დედებმა დამაბარეს, ჩვენ ტერორისტებს არ ვზრდით, ჩვენ ვზრდით ვაჟკაცებს, რომლებიც საქართველოს შეეწირებიან - ლეილა აჭიშვილი 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას პანკისიდან ჩამოსული ქისტები შეუერთდნენ.
ცოტა ხნის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ლეილა აჭიშვილმა. მან აქციაზე შეკრებილებს ქისტი დედების გზავნილი გადასცა.

„ქისტმა დედებმა დამავალეს, ძალიან გთხოვთ უთხარიო, რომ ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ ვზრდით საქართველოსთვის იმ ვაჟკაცებს, რომლებიც შეიწირებიან და უკანასკნელ სისხლს დაღვრიან საქართველოსთვის.

არ უნდა მოგვიკლათ შვილები, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნის ხერხემალია“- მიმართა აქციის მონაწილეებს ლეილა აჭიშვილმა.

დღის ამბები