21 დეკემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"სუფთა ხელებით!" - აქციას პარლამენტთან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, თბილისში მდებარე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მსვლელობით უერთდებიან. ისინი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. 

„ჩვენ მოვედით, რომ ზაზა სარალიძეს დავეხმაროთ, რათა აღდგეს სამართლიანობა, სამართლიანობა გვინდა ჩვენ,“- აცხადებენ ისინი.

„სუფთა ხელებით“- სკანდირებენ ახალგაზრდები. 

აქციას უერთდებიან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი ითხოვენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აქცია დატოვონ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები