21 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
"მივმართავ პრემიერად წოდებულ ჩამოშლილ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად" - ზვიად კუპრავა

"მივმართავ პრემიერადწოდებულ ჩამოშლილ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად. ჩვენ არცერთ ფორმატში არ დავხსდებით მასთან მოლაპარაკებაში. პრემიერსა და ჩვენ შორის მომლაპარაკებელი იქნება მხოლოდ ხალხი,“- ეს განცხადება „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.

ზვიად კუპრავამ გიორგი კვირიკაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მიმართა.

"მივმართავ გომელაურს, ნუ გვიგზავნი ღამღამობით მსტოვრებს არავის ველაპარაკებით ჩვენ კუთხეებში. კერავენ აქ შვილმკვდარ მამას ნაძირლები,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები