21 დეკემბერი 2024,   18:18
ვრცლად
სოლიდარობის აქცია პარლამენტთან - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად სტუდენტები, დავით სარალიძის მეგობრები და შვილმკვდარი მშობლები მივიდნენ

„სუფთა ხელები“ - ამ ლოზუნგით ათზე მეტი უნივერსიტეტის, ასობით სტუდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიან აქციას შეუერთდა. სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა არ დააფაროს ხელისუფლებამ ხელი დამნაშავეებს და მოხდეს დავით სალარიძის მკვლელობის საქმის გამოძიება.

შვილმკვდარი მამა, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, დავით სარალიძის მკვლელების დასჯას ითხოვს, შეურაცხყოფილია იმ ბრალდებით, რომ თითქოს ის პოლიტიკოსებს გაურიგდა.

ზაზა სარალიძე ხელისუფლების ახალ შეთავაზებას ხელახალი გამოძიების შესახებ უნდობლობით უყურებს და ეჭვობს, რომ სისტემა მის მოტყუებას ცდილობს.

დღეს პირველად სახალხო პროტესტს 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა შეუერთდა. თათია რაფალიანცი ამბობს, რომ ის სამართალს 6 წელია ეძებს, თუმცა მისი შვილის სიკვდილის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად დღეს პანკისის ხეობის მცხოვრებლები ჩამოვიდნენ. სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალისკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი პროტესტი არა მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ მძინარე შვილი ერთი გასროლით მოუკლეს, არამედ ის რომ ტერორიზმში დაადანაშაულეს. სოლიდარობის აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დაც მივიდა.

ზაზა სარალიძის გვერდით დღეს დილიდან იდგნენ 51-ე სკოლის მოსწავლეები, მოკლული დავით სარალიძის თანატოლები და მეგობრები.

საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში მეორე დღეა, მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა კი უკვე მეექვსეა თვეა, ნამდვილი მკვლელობის დასჯას ითხოვს. 

დღის ამბები