21 დეკემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ეს არის ბრძოლა სახელმწიფო ბოროტების წინააღმდეგ - დავით დარჩიაშვილის სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე

„ეს არის ბრძოლა სახელმწიფო ბოროტების წინააღმდეგ,“  - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, დავით დარჩიაშვილმა, გააკეთა. ის პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

„ის, რაც წამოიწყო ზაზა სარალიძემ, ეს არის, ვიტყოდი, გარკვეულწილად უპრეცენდენტო მუხტი, შემართება სწორედ სახელმწიფოს ჰუმანიზაციის მიმართულებით,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, ამ აქციებს უკვე მოჰყვა გარკვეული შედეგი, პირველ რიგში, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომა და ასევე, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

დავით დარჩიაშვილის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს.

დღის ამბები