21 დეკემბერი 2024,   18:16
ვრცლად
იმდენად მიყვარს შალვა შავგულიძე, რომ მე ვერ გავიმეტებ ამ ვითარებაში მას მთავარ პროკურორად - თამარ კორძაია

„შალვა შავგულიძე, ზოგადად, იდეალური კანდიდატურაა ამ პოზიციაზე, მაგრამ იმდენად მიყვარს შალვა შავგულიძე, რომ მე ვერ გავიმეტებ ამ ვითარებაში მას მთავარ პროკურორად,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.

თამარ კორძაია მთავარი პროკურორის კანდიდატად ევროპული საქართველოს მიერ შალვა შავგულიძის დასახელებას ეხმაურება და განმარტავს, რომ პოლიტიკური ნების გარეშე, ერთი პირი სისტემას ვერ შეცვლის.

„ერთი პროკურორი ვერ შეცვლის ვითარებას, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისა, რომ პროკურორს მისცეს თავისუფლება,“ - განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია ზაზა სარალიძეს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე დღეს დაასახელა. შალვა შავგულიძე ევროპული საქართველოს შეთავაზებას თანხმდება და მზადაა, ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები