21 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ვინც არ უნდა დანიშნონ დღეს მთავარ პროკურორად, ის ხდება მახინჯი სისტემის ნაწილი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა - უდუმაშვილი

„აქ არ არის საუბარი, შალვა იქნება კანდიდატი თუ ვინმე სხვა, არ არის საუბარი, რამდენად პატიოსანი და მებრძოლია ესა თუ ის კანდიდატი, ვინც არ უნდა დანიშნონ დღეს მთავარ პროკურორად, ის ხდება იმ მახინჯი სისტემის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ერთი მთავარი პროკურორი ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ სახელს გაიფუჭებს და გახდება ამ მახინჯი სისტემის ნაწილი,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის ევროპული საქართველოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე განიხილებოდეს.

ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, მთლიანად ხელისუფლება არის შესაცვლელი.

უდუმაშვილი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას უცხადებენ.

„მოთხოვნა ერთადერთია - უნდა აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დათუნა სარალიძე გაიმეტა... გუშინ ზაზა სარალიძეს ფიზიკური განადგურებითაც კი დაემუქრნენ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს? ეს არის ხელისუფლების დღევანდელი მეთოდები, რომ დედაქალაქში მუხტი ჩააცხრონ, ამას ვერ მიაღწევენ. მთელი სისტემა დაუპირისპირდა საკუთარი საზოგადოებას, ივანიშვილის ხელისუფლება ხალხს უპირისპირდება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები