21 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ბედნიერი ვარ, რომ ვდგავარ გმირი მამის გვერდით - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციაზე მივიდნენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას სამედიცინო უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები შეუერთდნენ. ახალგაზრდები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.

სტუდენტებმა აქციაზე, რომლის ლოზუნგია "ნუ მომკლავ", შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ვდგავარ გმირი მამის გვერდით... ჩვენ დღეს ვართ ძალა, მაგრამ ხვალ შეგვიძლია, ვიყოთ ძალაუფლება, რომელიც ყველა ადამიანს, ვინც ხელს აფარებს მკვლელებს, დასჯის. მე მჯერა ახალგაზრდების, თქვენი,“ - განაცხადა სტუდენტმა დავით ხურცილავამ.

 

 

 

დღის ამბები