21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეებს შსს-ში 7 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ - მათ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერეს

51-ე სკოლის მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ.

სკოლის ხუთი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის უშუალო თვითმხილველია. ერთ-ერთი მათგანი დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.

გახარიას უწყებაში სკოლის ერთი პედაგოგიც იმყოფებოდა.

ისინი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მთავარი შეკითხვები გამოძიების პროცესში მოსწავლეებზე შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები