23 ნოემბერი 2020,   22:46
ვრცლად
326 მოქალაქის სარჩელი - საკონსტიტუციო სასამართლოში ფარული მოსმენების შესახებ არსებითი განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში ფარული მოსმენების შესახებ არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს მოსამართლეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს მოუსმენენ. სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ წელს 326-მა მოქალაქემ მიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღები ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ის სუს-ის დაქვემდებარებაშია და უკანონო მოსმენების რისკი მაღალია.

„დავუსვით შეკითხვა თუ შეუძლია მას აუდიტი ჩაუტაროს, ანუ კონტროლი ჩაუტაროს კომპიუტერულ პროგრამებს, რომელიც შექმნილია თავად სუს-ის მიერ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს წარმოდგენა, როგორ მუშაობს ეს კომპიუტერული  პროგრამები და ხომ არ არსებობს მისი  ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით, ამ პროგრამების მეშვეობით გარკვეული ქმედებების. მათ შორის უკანონო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ასე ვთქვათ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს აქვს ამ პროგრამების კონტროლის შესაძლებლობა,“-განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.  
 

დღის ამბები