21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"დასცინე პრემიერს" - სოციალური აქციის მონაწილეებმა პრემიერს ყალბი ექაუნთების გამოყენების საპასუხოდ ბოტები მიუტანეს

"დასცინე პრემიერს" - სოციალურმა აქციამ დღეს facebook-იდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე „ჰაჰა“ რეაქციით დაალაიქა, პრემიერს ბოტები მიუტანა.

ყველაფერი კი მესამე სექტორის მისამართით გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა, რომელმაც თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა დაგმო. მალევე, facebook-ზე მის ამ განცხადებას საზოგადოების ერთი ნაწილი „ჰაჰა“ რეაქციით გამოეხმაურა. რასაც ასევე მალე მოჰყვა ლაიქები ფეიქექაუნთებიდან.

სწორედ ამ ლაიქების პასუხი იყო დღეს გამართული ბოტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.

თავად ადმინისტრაციამ ფეიქექაუნთების გამოყენება უარყო და თქვა, რომ პრემიერის facebook -ის ოფიციალური გვერდი ვირუსული შეტევის ანუ ტროლინგის მსხვერპლი გახდა. რაც შეეხება კომენტარებს, რომელიც ამავე გვერდიდან წაიშალა, კვირიკაშვილის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ცენზურა მხოლოდ შეურაცხმყოფელ კომენტარებს შეეხო.

დღის ამბები