21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
595 მილიონი ლარი - IDFI-ის მონაცემებით ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან რეკორდული თანხა დახარჯა

სარეზერვო ფონდიდან 600 მილიონამდე ლარი გახარჯულია. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვის რეკორდი 2016 წელს მოხსნა.

დადგენილი 50 მილიონის ნაცვლად დახარჯულია 172 მილიონზე მეტი, თითქმის ანალოგიური მონაცემებია 2015 წელსაც - 170 მილიონი. 

IDFI-ში დათვალეს და დაადგინეს, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს მთავრობამ 595 მილიონზე მეტი დახარჯა.

სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებობს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ფორსმაჟორულ შემთხვევებში მხოლოდ 155 მილიონი ლარი დახარჯა დანარჩენი ფული სხვასხვა ღონისძიებებს მოახმარა. 

დღის ამბები