28 მარტი 2025,   20:15
ვრცლად
მირზა სუბელიანთან, რომელიც შსს-ში იმყოფება, ადვოკატი შევიდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მირზა სუბელიანთან, რომელიც ოთხი საათია, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება, ადვოკატი შევიდა.

      ადვოკატის თქმით, ის შსს-ში სუბელიანის ოჯახის წევრების თხოვნით მივიდა. მან მედიასთან დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.

      შსს-ის ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის უწყებაში დაბარება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებას ეხება.

      ამ დროისთვის უცნობია, შსს-ში მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს, თუ მისთვის ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს.  

      ცოტა ხნის წინ შსს-ში ორი პროკურორი შევიდა, თუმცა, უცნობია, კავშირში არიან თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან.

      ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა - ზაზა სარალიძე და ადვოკატები სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

       

      დღის ამბები
      მეტი