21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში და კახა კალაძის სიტყვიერი დაპირება მემანქანეებს

მეტროპოლიტენის გაჩერებამ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან ორწლიანმა უშედეგო კომუნიკაციამ, მემანქანეებს გაფიცვის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა, თუმცა მათ კანონიერ მოთხოვნას წინ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეღობა. მოსამართლემ მემანქანეებს გაფიცვა სამუშაო საათებში აუკრძალა. მემანქანეებმა გაფიცვა არასამუშაო საათებში დაიწყეს და მთელი დასვენების დრო, პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას მიუძღვნეს.

თბილისის მერიაში მემანქანეები მიზანმიმართულ საბოტაჟში დაადანაშაულეს. თუმცა, პროტესტმა აიძულა თბილისის მერი, კახა კალაძე დათმობაზე წასულიყო და მემანქანეებისთვის სიტყვიერი დაპირება მიეცა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებით დღე-ღამის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, მიუხედავად ამისა, კომპანია წამგებიანია.

ვიცე მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ხელფასის სახით 4800 ლარი ერიცხება, ხელზე კი გაცილებით ნაკლებ თანხას იღებს, თუმცა მამუკა კობახიძის მიერ თანამდებობაზე დანიშვნიდან 40 დღეში 13 333 ლარის აღება მაინც კითხვებს ბადებს.

მემანქანეები ხელფასების მომატებას მეტროს ყველა თანამშრომლისთვის ითხოვენ, რადგან იციან, რომ მგზავრების უსაფრთხოდ და სწრაფად გადაყვანა არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა იმ ადამიანის დამსახურებაცაა, რომლებიც ღამეებს ათევენ და ცხოვრების უდიდეს.

როგორ შეასრულებს მერი მემანქანეებისთვის მიცემულ პირობას, რამდენიმე თვეში თბილისის ბიუჯეტის შედგენისას გაირკვევა. 

დღის ამბები