24 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
„ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი" - ქუცნაშვილი პრემიერის თანამდებობაზე ბახტაძის დასახელებას ეხმაურება 

„ვერ ვიტყვით, რომ ის არის ძალიან გამოცდილი იმიტომ, რომ სულ რამდენიმე თვე იმუშავა მთავრობაში მაგრამ იქნებ სწორედაც, რომ სიახლეა საჭირო,“- ამის შესახებ განცხადება, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

„ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძე არის კომუნიკაბელური ადამიანი და მან ეს დაამტკიცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას ასევე პარლამენტთან ურთიერთობაში.

„ბუნებრივია მას არ აქვს მთავრობაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. ის რამოდენიმე თვის მინისტრია. თუმცა ამ რამოდენიმე თვიანი მინისტრობის დროს მან დაამტკიცა, რომ კარგი თანამშრომელი იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს შიგნით ასევე კარგი თანამშრომელი იყო მთავრობაშიც და პარლამენტშიც. ანუ ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭირს,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა. 

დღის ამბები