21 დეკემბერი 2024,   18:19
ვრცლად
მორიგი გატაცება - გორის რაიონის სოფელ ახალუბანიდან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი წაიყვანეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ახალუბანიდან მოხდა. ადგილობრივები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ 58 წლის მიშა პეტრემღვდლიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარედ საქონელს აძოვებდა.

გატაცებულთან ერთად ნახირში კიდევ 2 მწყემსი იყო წასული, მათ ოკუპანტები დროულად შენიშნეს და თავს გაქცევით უშველეს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მიშა პეტრემღვდლიშვილი, სავარაუდოდ, კვლავ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებებითაა დაკავებული.

გორის მერის განცხადებით, ის უკვე ცხინვალშია გადაყვანილი და მომხდარზე ინფორმირებულია ყველა სტრუქტურა.

დღის ამბები