თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 30 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია სტამბოლის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა უცხოელები არიან, თუმცა რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ეჭვმიტანილები, უცნობია. გამოძიების ცნობით, დაკავებულები ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები და თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.