21 დეკემბერი 2024,   18:12
ვრცლად
"გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც"-პრემიერობის კანდიდატის გეგმები

მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი მთავრობა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მამუკა ბახტაძე დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს, ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს, ეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ჩვენი კონცეფცია  არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ბუნებრივია მიმდინარეობს  კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მაგრამ ამავე დროს  ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

დღის ამბები