კიმ კარდაშიანი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს. განცხადება ცნობილმა ფოტომოდელმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
ტელევარსკვლავი ამბობს, რომ უახლოეს წლებში პოლიტიკაში წასვლას აპირებს. ამ სფეროთი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნარკოტიკების შენახვისთვის გასამართლებული 63 წლის ქალის ციხიდან გათავისუფლება შეძლო.