08 დეკემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ვაჭრობა სასამართლო ჩვენებებისთვის - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ფიგურირებს

სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ფიგურირებს - 25-წუთიანი ჩანაწერიდან ცნობილი ხდება,  რომ სუს-ის უფროსის მოადგილე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი გარკვეული ინტერესების სანაცვლოდ სასამართლო საქმეებს ერთი ზარით აგვარებენ.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერში სოსო გოგაშვილი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერს, კახა მიქაიას ელაპარაკება. ისინი სხვადასხვა საკითხს განიხილავენ და, მათ შორის, ლაპარაკობენ კიდევ სხვა ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც სავარაუდოდ, კუდის საიდუმლო თათბირების დროს არის გაკეთებული.

ამ თათბირებზე განიხილებოდა ბევრი ოპერაცია და გახმაურებული საქმე, მათ შორის, ნახსენებია გურამ შარაძის მკვლელობაც.

საუბრიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სუს-ის მაღალჩინოსანთან კომპრომატებით ვაჭრობს, ჩანაწერის მიხედვით ვახტანგ გადელია, მეტსახელად პაპაიაა. როგორც ჩანს კახა მიქაიამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და ვიდეო მასალა იოსებ გოგაშვილს გადასცა.

ამავე სატელეფონო საუბრით აშკარაა ისიც, რომ კახა მიქაიამ ვიდეო ჩანაწერი არამხოლოდ სუს-ის მაღალჩინოსანს, არამედ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილსაც მიუტანა.

დღის ამბები