21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
ორი შვილმკვდარი მამა ერთი მოთხოვნით-დაისაჯონ მკვლელები!-პანკისის მოსახლეობა მაჩალიკაშვილს და სარალიძეს თანადგომას უცხადებს

აქცია სოფელ დუისში - პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებთან ჩავიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც, რომელმაც მალხაზ მაჩალიკასვილთან ერთად კიდევ ერთხელ მოითხოვა მკვლელების დასჯა.

ხეობის მოსახლეობა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და მისი მკვლელების დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუს-თან საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ადგილობრივი უხუცესები თვლიან, რომ ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიებას საკმარისი დრო ჰქონდა. ფიქრობენ, რომ მთავრობას არა აქვს პოლიტიკური ნება, აღიაროს, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი არასწორად დაგეგმილ და შესრლებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები