21 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
წულუკიანს რა უნდა ეთქვა აბა, რომ მე აქ გამაგრებული ვარ და არც წავალ და არც შემცვლიან და ვარ დაჭედებულიო? - გიორგი ვოლსკი

„ძალიან ბავშვური გამომივა, რომ თქვენთან დედა დავიფიცო, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვინც მე მიცნობს, შემიძლია, ვთქვა დარწმუნებით, რომ არავითარი მაგდაგვარი თეა წულუკიანს, რომ გამწირავთ და გაგწირავთ, არათუ არ უთქვამს, საერთოდ არ შეესაბამება მის პიროვნებას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ, გადაცემა არჩევანში, თეა წულუკიანის კომენტარის შეფასებისას გააკეთა.

„ძალიან ბავშვური გამომივა, რომ თქვენთან დედა დავიფიცო, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვინც მე მიცნობს, შემიძლია, ვთქვა დარწმუნებით, რომ არავითარი მაგდაგვარი თეა წულუკიანს, რომ გამწირავთ და გაგწირავთ, არათუ არ უთქვამს, საერთოდ არ შეესაბამება მის პიროვნებას ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანის პიროვნებას, უმეტესობას კი არა, ყველას. ეს არის ის ჭორი, რომელსაც კიდევ ერთხელ იყენებს გარკვეული პოლიტიკური ძალები, რათა ჩამოკიდოს, ჩრდილი მიაყენოს, დისკრედიტაცია გაუკეთოს არა მარტო გუნდს, არამედ კონკრეტული პიროვნებები არის ამორჩეული, ისევ როგორც ვთქვათ, ეკა ბესელიაზე წერს ყოველ წუთში თქვენი ხელმძღვანელი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გია ვოლსკი თეა წულუკიანის დღეს გაკეთებულ განცხადებასაც  ეხმაურება, როდესაც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ძლიერი ოპოზიცია სჭირდება ქვეყანას. ვოლსკის თქმით, თეა წულუკიანს ეთანხმება, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. 

„თეა წულუკიანს რა უნდა ეთქვა აბა, რომ მე აქ გამაგრებული ვარ და არც წავალ და არც შემცვლიან და ვარ დაჭედებული, თუ რას იტყოდა. თეა წულუკიანმა თქვა ის, რაც ღირსეულ ადამიანს უნდა ეთქვა, რომ თუკი გადაწყვეტს პრემიერმინისტრი წასვლას, წავალ და რასაკვირველია, ქართული ოცნების პოზიციაზე დავრჩები იმიტომ, რომ პოზიცია მაქვს ასეთი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები