21 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
მას შემდეგ, რაც გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ივანიშვილი, "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია შეუწყვიტა - ნიკა მელია

გიორგი შენგელაიას ქართუ ჯგუფმა სტიპენდია შეუწყვიტა, მიზეზი კი კინორეჟისორის კრიტიკული განცხადება გახდა, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქვა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ გაავრცელა.

ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმ ხელოვანებს უხდის ფულს, რომლებიც ჩუმად არიან.

„მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთ ეთერში, დღეს ბატონმა ივანიშვილმა სტიპენდია, რომელსაც წლების განმავლობაში უხდიდა ქართუ ჯგუფი, გაუუქმა. დაურეკა ვინმე ჩხეტიანმა, თავად შენგელაიამ თქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც შენ ბიძინა ივანიშვილზე გააკეთეო და შეუწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები